კასპის რაიონის სოფელ ახალქალაქში გარდაცვლილი ახალშობილი იპოვეს. "რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, 30 წლამდე ქალმა სახლში იმშობიარა, ჩვილი კი სოფლის საპირფარეშოში ჩააგდო.
ამ დროისთვის უცნობია ცოცხალი იყო თუ არა ჩვილი საპირფარეშოში ჩაგდებამდე.
როგორც "რუსთავი 2-ს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 112-ე მუხლით დაიწყო, რაც დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.