ჟურნალისტი მაკა რაზმაძე მერაბ კოსტავას შვილს, თამთა კოსტავას მიმართავს:
„ეს რეები გავიგე და წავიკითხე! თამთა კოსტავაზე ვისაც ენა გიბრუნდებათ და რაღაცეებს ტლიკინებთ ენები გაქვთ ამოსაგლეჯი ყველას. ვინ და როდის შეუწუხებიხართ თამთას? ვის და როდის შემოგივარდათ სახლებში საკუთარი პრობლემებით? საერთოდ თუ იცოდით სადაა და როგორაა? ასეთი რა დაგიშავათ ამ უკეთილშობილესმა ადამიანმა? სიკეთით და სიყვარულით სავსე აქვს გული და არასდროს არავის ახვევს თავს ამხელა პრობლემებს. რამ გაგამწარათ ასე... ხატებს ხომ ბევრს აზიარებთ საკუთარ კედლებზე...
თამთა, მიყვარხარ, უსაყვარლესი და უკეთილშობილესი ხარ. ზუსტად ისეთი, როგორიც ეკადრება მამაშენს -მერაბ კოსტავას."- წერს რაზმაძე.