გამოცემა „ნიუ იორკ თაიმსის“ ცნობით, დონალდ ტრამპის შვილის მეგობარი ქალი კორონავირუსით დაინფიცირდა. საუბარია ქიმბერლი გილფოილზე, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის საარჩევნო შტაბში მუშაობს.
როგორც გამოცემა იუწყება, დონალდ ტრამპ-უმცროსის მეგობარმა ქალმა კორონავირუსზე ტესტი რიშმორის მემორიალთან აშშ-ის პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლამდე გაიკეთა. ანალიზმა დადებითი შედეგი აჩვენა.
ამასთან, გაზეთის ანონიმური წყაროები ამტკიცებენ, რომ გილფოილს დონალდ ტრამპთან კონტაქტი არ ჰქონია. პრეზიდენტის უფროსი შვილის ტესტის პასუხი კი უარყოფითი იყო.
„ნიუ-იორკ თაიმსის“ ინფორმაციით, გილფოილი მესამე ადამიანია დონალდ ტრამპის ახლო წრიდან, რომელიც კორონავირუსით დაინფიცირდა.