„მერაბიშვილი არავინ და არაფერი იყო, ის ცოლმა - თაკო სალაყაიამ შექმნა, რომლის სახელი დიდ კორუფციასა და ნარკობიზნესს უკავშირდება."- ამის შესახებ ამერიკული ჟურნალ „Veterans Today"-ს ბიუროს ხელმძღვანელი, ჯეფრი სილვერმანი წერს, რომელიც თავის წერილში ოდესის ოქლის გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის ცხოვრების პიკანტურ დეტალებსაც არწერს და შემდგომ ვანო მერაბიშვილზეც მოგვითხრობს.
„ის იყო ასლან აბაშიძესთან დაახლოებული პირი, რომელიც ორგანიზებას უკეთებდა რუსეთსა და საქართველოს შორის არაოფიციალურ დიპლომატიურ შეხვედრებს. ამით იმის თქმა მინდა, რომ თუკი სტრასბურგი ვანო მერაბიშვილის მიმართ ლოიალობას იჩენს, ესე იგი, ეს გამოწვეულია დიდი პოლიტიკური ზეწოლით. მერაბიშვილს რაშიც კი ბრალი აქვს წაყენებული, ყველაფერში დამნაშავეა და მის მიმართ, კიდევ არის ბრალდებები, რომლებიც ჯერ არ წარუდგენიათ."