logo_geo
eng_logo
პარიზში ლუვრის მუზეუმი იხსნება
- +

4 ივლისი. 2020. 17:39

 

 

პარიზში ორშაბათიდან ლუვრის მუზეუმი იხსნება, - ამის შესახებ ინფორმაციას „France24“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ვიზიტორები ვალდებულები იქნებიან, პირბადეები ატარონ. გარდა ამისა, სოციალური დისტანცირების წესის დაცვის მიზნით მუზეუმში, „მონა ლიზას“ წინ სპეციალური ადგილებია მონიშნული, სადაც ტურისტებს დადგომა და სელფის გადაღების შესაძლებლობა ექნებათ.

 

ცნობისათვის, ლუვრის მუზეუმი 13 მარტს კორონავირუსის პანდემიის გამო დაიხურა. მუზეუმის დირექტორის, ჟან ლუკ მარტინეზის თქმით, ამ დროიდან მუზეუმმა 40 მილიონი ევროს ოდენობის ზარალი ნახა. მისივე თქმით, მუზეუმს 2018 წელს 10 მილიონზე მეტი ვიზიტორი სტუმრობდა, რომლის დაახლოებით სამ მეოთხედს ტურისტები შეადგენდნენ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner