logo_geo
eng_logo
ჯაბა ხუბუა: ეს „ფაშისტები" ილიას ეზოში რატომ შეუშვითო? - ღაწვებს იხოკავს ბოკერია - ჩერგოლეიშვილის კლასტერი
- +

0 . 0000. 00:00

 

 

ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

 

ნეოტროცკისტები ილიას მისაკუთრებას ცდილობენ

 

საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ეზოში დაფუძნდა პოლიტიკური პარტია ,,ქართული მარში - ეროვნული მოძრაობა", რასაც სანაცეთისა და მასში ინტეგრირებული ნეოლიბერალური კასტის დიდი აღშფოთება მოჰყვა.

 

ილია ლიბერალი იყო და ეს ,,ფაშისტები" და ,,ექსტრემისტები" მის ეზოში რატომ შეუშვითო? - ღაწვებს იხოკავს და თავსა დამართ სცემს ბოკერია - ჩერგოლეიშვილის კლასტერი.

 

რბილად რომ ვთქვათ, გასაოცარია ქართველი ნეოლიბერალების მცდელობა, დაისაკუთრონ ილია ჭავჭავაძე და ლიბერალური იდეოლოგიის ადეპტად გამოაცხადონ.

 

სინამდვილეში ილია ეროვნული იდეოლოგიის მებაირახტრე იყო და მისი ჯანსაღი ლიბერალური იდეებიც სწორედ ეროვნულობის ქურაში იწრთობოდა, ნამდვილქართულ საცერში იცრებოდა და ქართული საქართველოს დვრიტას ადუღაბებდა.

 

დღევანდელ ქართველ ნეოლიბერალებს კი ილიას ლიბერალიზმთან ზუსტად იმდენი აქვთ საერთო, რამდენიც თვითონ ილიას ჰქონდა ,,სომეხ მეცნიერთა ერთ გუნდთან" რომელიც თავის ,,ქვათა ღაღადში" გააცამტვერა.

 

ქართველი ნეოლიბერალები კი ის ხალხია, რომელიც ,,ქვათა ღაღადს" არმენოფობიულ ტექსტად მიიჩნევს, ილიას კი - ქსენოფობად.

 

ასეთი ავადმყოფური იდეების ხალხია და ილიას კი, როცა სჭირდებათ, თავისიან ლიბერალად გაასაღებენ ხოლმე.

 

სინამდვილეში ის ლიბერალიზმი, რომელსაც ეს ჩვენი ნეოლიბერალები მისდევენ და ემემკვიდრებიან, ილიას კი არა, ტროცკის ლიბერალიზმია.

 

სრულიად ჩვეულებრივი ტროცკისტები არიან ბოკერია - ჩერგოლეიშვილის კლასტერში. ლეიბა ბრონშტეინის ნამდვილი იდეური შვილთაშვილები.

 

ლეიბა ბრონშტეინი არის ლევ ტროცკის ნამდვილი სახელი და გვარი.

 

ილია ჭავჭავაძის ნამდვილი სახელი და გვარი კი არის ილია ჭავჭავაძე.

 

შეუძლებელია, ერთმანეთში აგერიოს.“- წერს ხუბუა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner