დამოუკიდებელი ჟურნალისტი ირაკლი შონია საქართველოს პრემიერ- მინისტრს, გიორგი გახარიას მხარდაჭერას უცხადბს და მის მიერ გამოქვეყნებულ წერილში აღნიშნავს, რომ გახარია იმ იშვიათ ადამიანებს, პოლიტიკოსებს განეკუთვნება, რომელთა თვისებები და მოღვაწეობა თაობებს ახსოვთ.
„ეკონომიკის საკითხები ჩემი ინტერესის სფერო ნაკლები იყო ყოველთვის და დიდად არასოდეს გამოვხატავდი ყურადღებას,მეგონა რომ ვერც ვერკვეოდი და ეკონომისტების გამოსვლებსაც მედია სივრცეში ნაკლებად ვაქცევდი ყურადღებას, ამ სფეროში არც არასდროს დამიწერია და გამიშუქებია როგორც ჟურნალისტმა... და ერთ დღეს სულ შემთხვევით მოვუსმინე გიორგი გახარიას, მაშინ არც პრემიერ მინისტრი იყო და არც შინაგან საქმეთა მინისტრი, საზოგადოების ფართო წრისთვისაც არც ისე ცნობილი...იმდენად საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის ეს სფერო, რაც მთავარია აღმოჩნდა რომ ყველაფერი გარკვევით მესმოდა, თავად გამომსვლელისთვის კი მხოლოდ ეკონომიკა მეცოტავა და რატომღაც მაშინ დავწერე რომ გიორგი გახარია დიდ პოლიტიკურ ასპარეზზეც გაიჭრებოდა...
ერთ დღს საერთო მეგობარმა გამომიგზავნა ანიმაციური ფილმი, მისგან გამიკვირდა კიდეც, რადგან ჩინოვნიკია ისიც და ნუთუ ინტერესდება ასეთი სამხიარულო ფილმით თქო, სადაც ნაჩვენები იყო უდაბნოში მყოფი მარტოსული კაცი, რომელიც მხნედ და ფეხით მიაბიჯებდა უკიდეგანო უდაბნოში, გარკვეული მანძილის შემდეგ შემოხვდა ცხენი და ახლა ერთგულ ცხოველთან ერთად შეძლო გზის გავლა, გარკვეული მანძილის შემდგომ დედამიწის სხვა ბინადრებიც შეემატებიან, მათ შორის ზემოდან მიჰყვება არწივი, ასე შემოიკრებს მარტოსული ადამიანი ერთგულ თანამებრძოლებს... აზრს მივხვდი, მაგრამ ვინც გამომიგზავნა იმ ადამიანს შევეკითხე,მითხრა ეს გიორგი გახარია არისო... მისი მომავალი ერთგულ თანამებრძოლებთან ერთადო... როგორ მომეწონა მისი აზრი და დამაფიქრა, მაშინ როგორც მჩვევია ხოლმე, სადღაც კულისებიდან კი არა საჯაროდ დავაფიქსირე ჩემი აზრიც რომ თანადგომას ვუცხადებდი გიორგი გახარიას და მის გზას მივყვები! მაშინ შეიქმნა ეს ფოტო კოლაჟიც საინფორმაციო პორტალ "რეპორტიორში" და ჩემს წერილთან ერთად დაიბეჭდა... ცხადია დიდი ვნებათაღელვაც მოჰყვა,ჩემგან არ ელოდნენ და თანაც მაშინ გიორგი გახარიაც პრემიერ მინისტრი არ იყო და მრავალრიცხოვანი მხარდამჭერიც არ ჰყავდა....მას შემდეგ დიდი დრო გავიდა და თუ მკითხავენ დღეს რას ვფიქრობ, ვუპასუხებ რომ იგივეს!
ps: თითქოს ის ანიმაციური ფილმის სიუჟეტი რეალურ ცხოვრებაში, ყოველდღიურ ყოფაში ასრულდა და აცხადდა...“_ წერს შონია.