logo_geo
eng_logo
ბონდო მძინარაშვილი: ნინო, ძვირფასო, ყურადღებას ნუ მიაქცევ ნაცსექტანტების წკავწკავს!
- +

5 ივლისი. 2020. 00:24

 

 

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეთვალყურეოს საბჭოს თავმჯდომარე ბონდო მძინარაშვილი ნინო გიორგობიანს მიმართავს და მხარდაჭერას უცხადებს.

 

 

ნინო, ძვირფასო, ყურადღებას ნუ მიაქცევ ნაცსექტანტების წკავწკავს!

 

ეგენი ვერასოდეს შესწვდებიან შენს პიროვნულ ღირსებას, შენს ადამიანობას, შენს კვალიფიკაციას და შენს სახელმწიფოებრივ აზროვნებას!

 

ეგენი ახლა ისეთ დღეში არიან, მალე შიშვლები ირბენენ ქუჩებში და ისევ შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწევს მათი დაშოშმინება!

 

შენი საქმიანობა ჟურნალისტიკაშიც და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურშიც ყოველთვის გამოირჩეოდა და გამოირჩევა მაღალი აკადემიზმით და კოლეგიალობით, რასაც განაპირობებს შენი ოჯახიშვილობა! ამას ამბობს ყველა, ვინც გიცნობს და ვისთანაც საქმიანი ურთიერთობა გქონია და გაქვს!

 

ნუ მიაქცევ ყურადღებას ამ უსაქციელოების უმწეო თავდასხმებს, - მათი ბოლოჟამი დგება, ამას გრძნობენ და იმიტომ ბზუიან არეულად!

 

კიდევ ერთხელ გიდასტურებ ჩემს დიდ პატივისცემას!“- წერს მძინარაშვილი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner