logo_geo
eng_logo
კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევის წყარო ცნობილია
- +

5 ივლისი. 2020. 02:12

 

 

აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებულთაგან ერთი იმპორტირებული შემთხვევაა, 27 წლის კაცს ყაზახეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. მეორე კი შიდა გავრცელებაა, ინფექციური საავადმყოფოს სანიტარი პაციენტისგან დაავადდა.

 

როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, ცნობილია მისი კონტაქტები და ისინი თვითიზოლაციაში არიან.

 

ორივე ინფიცირებული ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია მოთავსებული.

 

საერთო ჯამში, აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული 5 ადამიანი მკურნალობს.

 

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა სულ 948-ს შეადგენს, მათ შორის გამოჯანმრთელებულია - 825, გარდაცვლილი - 15.

 

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

 

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner