logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: სამართლიანობის აღდგენის პროცესი დამაკმაყოფილებლად მიმდინარეობს
- +

5 ივლისი. 2020. 01:58

 

 

მგონია, რომ მთლიანობაში სამართლიანობის აღდგენის პროცესი ქვეყანაში მიმდინარეობს დამაკმაყოფილებლად. ძალიან კარგად მესმის, რომ უამრავი ადამიანია, რომელსაც წაართვეს ქონება და შეიძლება, დღეს ვერ დაუბრუნდეს; უამრავი ადამიანია, რომელიც ფიქრობს, რომ მისი უშუალო მწამებელი სასჯელს ჯერ კიდევ არ იხდის.“- ამის შესახებ პრემიერის მრჩეველმა გადაცემაში „ქრონიკა“ განაცხადა.

 

ქართულ გამოთქმას გავიხსენებ - სამართალი ურმით დადის, მაგრამ აუცილებლად მივა ყველგან. შეიძლება, უფრო მძიმე მაგალითიც გავიხსენო - ნაცისტური გერმანია, როდესაც დღესაც კი შეიძლება მონახონ ვინმე, ვინც პასუხი უნდა აგოს და დღემდე პასუხი არ უგია; სასამართლო პროცესები ათეულობით წლების განმავლობაში გრძელდებოდა და ამ ადამიანების ნაცისტი დამნაშავეების მართლმსაჯულების წინაშე წარდგენაც.

 

უბრალოდ, შეიქმნა რეჟიმი და პირველი პოლიტიკური პასუხი ამ რეჟიმს ქართველმა ხალხმა გასცა. მეორეც - ძალიან ბევრი ადამიანი ციხეშია - ბევრმა ადამიანმა მოიხადა სასჯელი, ბევრზე ძებნა გამოცხადდა და რაც მთავარია, რეჟიმის შემოქმედთა უმრავლესობას დაერქვა თავისი სახელი - ვგულისხმობ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. იქნება ეს ადეიშვილი, მერაბიშვილი, სააკაშვილი თუ სხვები - ზოგზე ძებნაა გამოცხადებული, ზოგზე განაჩენი არსებობს და ასე შემდეგ“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

ძებნილი დავით ჭაკუა გერმანიიდან საქართველოში ჩამოიყვანეს. დავით ჭაკუას დაუსწრებლად მისჯილი აქვს 3 წლისა და 9 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა, ჯარიმა და ასევე ჩამორთმეული აქვს სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება. პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანამდე დავით ჭაკუას 21 დღით კარანტინში მოათავსებენ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner