logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი: დავით ჭაკუა ერთ-ერთი პენიტენციური დაწესებულების საკარანტინო სივრცეშია მოთავსებული
- +

5 ივლისი. 2020. 02:26

 

 

 

იუსტიციის მინისტრი საქართველოში დავით ჭაკუას ექსტრადიციას გამოეხმაურა. როგორც თეა წულუკიანმა „პირველ არხს“ განუცხადა, ამ ეტაპზე ის ერთ-ერთი პენიტენციური დაწესებულების საკარანტინო სივრცეშია მოთავსებული.

 

როგორც ჩანს, სწორედ შარშან უნდა იყოს მოცემული ძებნილი პირი გერმანიის რესპუბლიკის ტერიტორიაზე სხვა ქვეყნიდან შესული, ჩვენი ინფორმაციით ავსტრიიდან, მაგრამ ამას დღეს უკვე დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ვინაიდან სწორედ მიმდინარე წელს, მარტის თვეში მოხდა დავით ჭაკუას გერმანიაში დაპატიმრება საექსტრადიციო მიზნებისათვის და დაკმაყოფილდა ქართული მხარის მოთხოვნა მისი საქართველოში ექსტრადიციის შუამდგომლობა“, - განაცხადა წულუკიანმა.

 

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ძებნილი ჭაკუა გერმანიის სასამართლოების წინაშე აცხადებდა, რომ მისი ექსტრადიცია საქართველოში არ შეიძლება, ვინაიდან ის ვერ ისარგებლებდა სამართლიანი სასამართლოს უფლებით და გახდებოდა პოლიტიკური დევნის მსხვერპლი. როგორც წულუკიანმა აღნიშნა, არც ერთი ეს არგუმენტი გერმანიის სასამართლომ არ გაითვალისწინა.

 

მნიშვნელოვანია, რომ ძებნილი გერმანიის სასამართლოების წინაშე აცხადებდა, რომ მისი ექსტრადიცია საქართველოში არ შეიძლება ვინაიდან ის ვერ ისარგებლებს სამართლიანი სასამართლოს უფლებით, რომ ის გახდება პოლიტიკური დევნის მსხვერლი. არც ერთი ეს არგუმენტი გერმანიის სასამართლოების მიერ არ იქნა გაზიარებული. დაკმაყოფილდა ქართული მხარის მოთხოვნა ექსტრადიციის შესახებ და COVID-იდან გამომდინარე არსებული გამოწვევების მიუხედავად, შევძელით ფრენის ორგანიზება და ვიდრე 22 ივლისს ძებნილ პირს ამოეწურებოდა საექსტრადიციო პატიმრობის ვადა, შევძელით იუსტიციის სამინისტროს ესკორტის ოფიცრების გაგზავნა გერმანიაში. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო სწორედ ამისთვის გერმანიის იუსტიციის სამინისტროს, ვინაიდან ამ თანამშრომლობის გარეშე, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების კონტექსტში, შესაძლო იყო, რომ ვერც მომხდარიყო ექსტრადიციის პროცესი. ძალიან აქტიურად იმუშავა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ინტერპოლმა და ჩვენმა საელჩომ ბერლინში, რომლებმაც გააადვილებს COVID-19-დან გამომდინარე მოვლენებით გამოწვეული ძალიან ბევრი პრობლემების გადაჭრა“, - აცხადებს წულუკიანი.

 

მისივე თქმით, დავით ჭაკუას აქვს გასაჩივრების უფლება და თუ ის საქართველოს ტერიტორიაზე გაასაჩივრებს განაჩენს, ისარგებლებს სამართლიანი სასამართლოს უფლებით.

 

მანამდე „ქრონიკამ“ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის ექსტრადირებისას გადაღებული ექსკლუზიური კადრები მოიპოვა.

 

ძებნილი დავით ჭაკუა გერმანიიდან საქართველოში ჩამოიყვანეს. დავით ჭაკუას დაუსწრებლად მისჯილი აქვს 3 წლისა და 9 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა, ჯარიმა და ასევე ჩამორთმეული აქვს სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება. პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანამდე დავით ჭაკუას 21 დღით კარანტინში მოათავსებენ.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner