logo_geo
eng_logo
გიორგი შაქარაშვილის ბიძა, ზურა ონაშვილი: ვფიქრობ, ბავშვი ნაცემია და გადაგდებულია წყალში
- +

5 ივლისი. 2020. 11:58

 

 

“ვფიქრობ, ბავშვი  ნაცემია და გადაგდებული წყალში, – ამის შესახებ გიორგი შაქარაშვილის ბიძამ, ზურა ონაშვილმა “მთავართან” სატელეფონო საუბრისას განაცხადა.

 

მისი თქმით, გიორგი წყალში არ შევიდოდა, რადგან მას წყლის შიში ჰქონდა. ბიძა მიიჩნევს, რომ ძალიან საეჭვოა ჩანთის დადების ეპიზოდიც.

 

“თავიდანვე, ეჭვი მეპარება, რომ გიორგიმ იქ ჩაირბინა და ჩანთა დადო. იმიტომ რომ ეგრე ჩანთა არ დაიდება იქ, თუ ვიღაცამ არ დადო. გაქცეული ბავშვი ჩხუბის დროს გარბის, მოსაკლავად მისდევენ და ჩანთა დადოს, ეგრე არ ხდება, ეგრე ლამაზად და კარგად, როგორც არის დადებული ის ჩანთა. ჩემი აზრით, ბავშვი არის ნაცემი და გადაგდებული წყალში.

 

სავარაუდოდ, ვინც მისდევდნენ, ისინი დაეწივნენ, სცემეს და გადააგდეს წყალში. იმიტომ, რომ ჩანთა დევს ძალიან საეჭვოდ. წყალში, რამდენი ხანი იყო გაჩერებული? როდის ჩააგდეს წყალში? ხომ შეიძლება, ამის დადგენა, ხომ ადვილია. გიორგი წყალში არ შევიდოდა იმიტომ, რომ წყლის ძალიან ეშინოდა,” – ამბობს გიორგი შაქარაშვილის ბიძა ზურა ონაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner