logo_geo
eng_logo
ნინო მიქიაშვილი: რომ არა ბიძინა ივანიშვილის ფინანსური დახმარება, არ ვიცი რა იქნებოდა...
- +

21 ივნისი. 2016. 22:41


ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი მერაბ კოსტავას შვილის, თამთა კოსტავას შესახებ სოციალურ ქსელში წერს:



„რა დღეში ხართ, არ გრცხვენიათ თქვენ, რა "კაგებე", რას ბოდავთ?! ვინმემ სცადეთ მერაბ კოსტავას ქალიშვილის თამთა კოსტავას დახმარება?! ვინმე მცირედით შეეწიეთ?! ან არ კითხულობთ როგორ მდგომარეობაში არიან თამთა და დედამისი?! მე არა ვარ პირველი და დარწმუნებული ვარ არც უკანასკნელი ვიქნები, ვინც ამ თემას ანალოგიური შინაარსის წერილით ეხმაურება (წავიკითხე კონსტანტინე გამსახურდიას ძალიან მოზომილი და შეგნებული პასუხი).

 

ვინც იკითხავს რა ხდებაო, იმათ საყურადღებოდ - თამთას ინტერვიუ  გავრცელდა, რომელშიც ამბობს, რომ მის ოჯახს ბიძინა ივანიშვილი ფინანსურად ეხმარება, ყოველთვიურად. რადგან ამაზე საჯაროდ თავად ისაუბრა, მეც ამიტომ ვაძლევ თავს უფლებას დავწერო ეს - ამერიკის შეერთებული შტატებიდან სამშობლოში დაბრუნების შემდეგ თამთას და დედამისს, ლალი გიორგაძეს იქიდან დანაზოგი არ ჩამოუტანიათ, თავი ძლივს გაჰქონდათ და რომ არა ბიძინა ივანიშვილის ფინანსური დახმარება, არ ვიცი რა იქნებოდა. მუდამ მადლიერი ვიქნები ამის გამო - ღმერთმა სულ სიკეთით დაუბრუნოს უკან.

 

ინტერნეტში ბოდიში და გრძელი  ენები, რომ გაქვთ გადმოგდებული, ადით თამთასთან სახლში და ნახეთ როგორ, რა პირობებში ცხოვრობს, მოიკითხეთ მისი მდგომარეობა. წუწუნი არ უყვარს, დარწმუნებული ვარ ოჯახური პრობლემების შესახებ სხვებივით დაწვრილებით არ მოჰყვება, მაგრამ აქ დიდგულზე რომ ხართ, მიდით  ერთი, მოიკითხეთ და მერე აქ დაწერილის გამო მოიბოდიშეთ..."


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner