logo_geo
eng_logo
უკრაინაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 823 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 22 ინფიცირებული
- +

5 ივლისი. 2020. 16:10

 

 

უკრაინაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირება 823 ადამიანს დაუდასტურდა, 22 პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა კვლავ ლვოვის ოლქში გამოვლინდა, სადაც ინფექცია 128 ადამიანს დაუდასტურდა.

 

5 ივლისის მდგომარეობით, უკრაინაში „კოვიდ-19“-ის 48 500 შემთხვევაა რეგისტრირებული. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 1 249-ს შეადგენს.

 

ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 221-ით გაიზარდა და ჯამში 21 376 შეადგინა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner