logo_geo
eng_logo
საქპატენტის ახალი მიდგომები სასაქონლო ნიშნების ექსპერტიზის საკითხებთან დაკავშირებით
- +

1 მარტი. 2016. 14:44


 

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის და ინტელექტუალური საკუთრების  ეროვნული ცენტრის - საქპატენტის ორგანიზებით, ადვოკატებისა და პატენტრწმუნებულებისათვის მრგვალი მაგიდა გაიმართა.


საქპატენტის თბილისის ოფისში. ადვოკატებსა და პატენტრწმუნებულებს გააცნეს საქპატენტის  ახალი მიდგომები, სასაქონლო ნიშნების ექსპერტიზის საკითხების შესახებ. საქპატენტის სააპელაციო პალატაში გასულ წელს სასაქონლო ნიშნებზე შემოსული საჩივრების 20%-იანი კლება დაფიქსირდა, რაც განაპირობა საქპატენტში ექსპერტიზის ხარისხის ამაღლებამ და ერთგვაროვანი პრაქტიკის დანერგვამ.


მრგვალი  მაგიდა ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის თავმჯდომარემ ნიკოლოზ გოგილიძემ და ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ზაზა ხატიაშვილმა გახსნეს. მრგვალი მაგიდა დისკუსიის ფორმატში წარიმართა და თანამშრომლობის სამომავლო გეგმები დაისახა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner