logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილი: გამოვიყენოთ ეს ზაფხული საქართველოში არაჩვეულებრივი ადგილების აღმოსაჩენად
- +

5 ივლისი. 2020. 22:08

 

 

,,ფაქტია, რომ საქართველოს ყველა რეგიონსა და მხარეში ბევრი არაჩვეულებრივი ადგილია აღმოსაჩენი.  მე მინდა, ყველას მოვუწოდო, გამოიყენონ ეს ზაფხული. როცა ბევრს სხვაგან წასვლა არ შეუძლია, საქართველოში მოგზაურობა შესაძლებელია, ამითი ვისარგებლოთ და აღმოვაჩინოთ ეს ფანტასტიური ადგილები!“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც დღეს ლეჩხუმში იმყოფებოდა, სადაც სოფელ ქვემოღვიშში ადგილობრივი ფერმერის ოჯახს ეწვია და ქართული ენდემური ჯიში ხორბლის - ზანდურას, დიკას და წითელი დოლის ყანა, ასევე, ღვირიშის ჩანჩქერი მოინახულა.

 

 ქართული ხორბლის ენდემური სახეობები უნიკალურია იმითაც, რომ სოკოვანი დაავადებების მიმართ განსაკუთრებული გამძლეობით გამოირჩევიან.

 

 

ცნობილია, რომ საქართველო კულტურული ხორბლის წარმოშობის ერთ-ერთი უძველესი და უმნიშვნელოვანესი კერაა და ქვეყნის ტერიტორიაზე მცხოვრები ტომების მიერ ხორბლის მოყვანა სიძველით ვაზის კულტურის მოშენებას უტოლდება.

 

 დღესვე პრეზიდენტი ორბელის გადმოსახედს ესტუმრა და ირადად გაიარა მურის ციხეებთან დამაკავშირებელი ბილიკები.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner