logo_geo
eng_logo
შაქარაშვილის ბიძა: ლეგენდებს ყვებიან, თითქოს განზრახ მკვლელობა გამორიცხულია
- +

5 ივლისი. 2020. 23:36

 

 

19 წლის გიორგი შაქარაშვილის ბიძა მირიან ნიკოლაძე ადასტურებს, რომ უმთავრესი ვერსია, რომელზეც გამოძიება მუშაობს განზრახ მკვლელობაა.

 

ბლაგვი საგანი, შეიძლება, ცემის დროსაც იყო გამოყენებული. მათ შორის, შეიძლება, მუშტსაც ერქვას ბლაქვი საგანი, შეიძლება – ხის ძელს და ა.შ. კომპლექსურად უნდა გაირკვეს ყველაფერი.

აქ ერთ კითხვაზე რომ პასუხი გასცე, მაგალითად, ბავშვი წყალშია დამხრჩვალი თუ არა, ეს რას სცემს პასუხს? საერთოდ არაფერს.

 

თუ წყალშია დამხრჩვალი, შეიძლება, ვიღაცამ ჩაიყვანა და დაახრჩო. რამის გამორიცხვა შეიძლება ამით? არაფერი ამით არ ხდება.

 

დახრჩობის ფაქტთან დაკავშირებით, რა დასკვნაც არ უნდა მოვიდეს, ერთ-ერთ ძირითად და სერიოზულ ვერსიად, ძალაში რჩება განზრახ მკვლელობა. ვინ თქვა, რა ილუზიებს ქმნიან, რა ლეგენდებს ყვებიან, თითქოს განზრახ მკვლელობა გამორიცხულია და საერთოდ ამოიწურა ამაზე საუბარი? პირიქით, პირველი ვერსიაა ეგ და შემდეგ მოდის სხვა ვერსიები“, – აცხადებს მირიან ნიკოლაძე.

 

19 წლის ახალგაზრდა ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ცხედარი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს.

 

ბიჭის დაკარგვის შესახებ ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს, 11 საათისთვის შეატყობინა.  გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით არაერთი ვერსია გაჟღერდა, თუმცა საბოლოო შედეგი გამოძიებას ჯერ არ დაუდვია.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 26 ივნისს 17 პირი დააკავა. უწყება არ გამორიცხავს, რომ დაკავებულ პირთა სია კიდევ გაიზარდოს, თუმცა გარდაცვალების მიზეზი ამ დრომდე უცნობი რჩება.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner