მანჩო გიორგობიანი სოციალურ ქსელში წერს:
„ნაცხლისტ ფურუნკულებს და ბანდერლოგებს სულ თავში უნდა ვურტყათ ევროპული სასამართლოს ვერდიქტები ნაცხ-რეჟიმის არაადამიანობების შესახებ!!!
კიდევ რამდენჯერ უნდა გაამტყუნონ საქართველოს მაშინდელი ნაც-მთავრობა , რომ როგორც რეჟიმის გასამართლება შევძლოთ?!
------
ევროპულმა სასამართლომ სულ ორიოდე თვის წინ მკაფიოდ თქვა, რომ 2006 წელს ციხის ამბოხის დროს, მოხდა ადამიანების სიცოცხლის დაუსაბუთებელი ხელყოფა - სოზარ სუბარი
„დავით ჭაკუას სახელი კარგად არის ცნობილი ყველა უფლებადამცველისთვის, რომელიც იმ პერიოდში საქმიანობდა ადამიანის უფლებების დაცვის დარგში, არამხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთ“, - ამის შესახებ პრემიერის მრჩეველმა გადაცემაში „ქრონიკა“ განაცხადა.
„ის ასევე კარგად არის ცნობილი ყველა პატიმრისთვის, იმიტომ რომ ის იყო იმ მწამებელი მანქანის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა, ისევე როგორც მეგის ქარდავა, გაგა მკურნალიძე, დავით ჭაკუა იყვნენ ის ხელმძღვანელი პირები, რომელთა ქვემოთაც მუშაობდა წამების მანქანა. ათეულობით ათასმა კაცმა გაიარა ეს წამება და სისასტიკე, ის საოცრებები რაც იქ ხდებოდა“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.
რაც შეეხება ამ საქმეს, რაზეც მას მისჯილი აქვს, ეს არის უშუალოდ ციხის ამბოხის საქმე. „მე უშუალოდ ციხის ეზოში ვიყავი და ვხედავდი რა ხდებოდა. მე და გიგა გიორგაძე, რომელიც მაშინ იყო მართლმსაჯულების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, უშუალოდ შევედით ეზოში. იქ ვუყურებდით, როგორ ხდებოდა ცეცხლსასროლი იარაღით სროლა და რეზინის ტყვიების სროლა. სპეცრაზმი შეიჭრა მე-5 დაწესებულებაში, ჩვენც შევყევით ფეხდაფეხ. თუმცა იქ არის დერეფნები და რამდენიმე სართულიანია შენობა და ორი ადამიანი ყველგან ვერ ვიქნებოდით და მაშინ მოხდა 7 ადამიანის მკვლელობა.
ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულმა სასამართლომ სულ ორიოდე თვის წინ მკაფიოდ თქვა ის, რაც არაერთხელ თქვა ქართულმა მართლმსაჯულებამ, რომ ციხის ამბოხის დროს, მოხდა ადამიანების სიცოცხლის დაუსაბუთებელი ხელყოფა. ეს იყო ადამიანების მკვლელობა, იქ მოხდა ადამიანების წამება“, - განაცხადა სუბარმა.