პარლამენტის ვიცე სპიკერი მანანა კობახიძე სოციალურ ქსელში ნფორმაციას ავრცელებს.
კობახიძის განცხადებით ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს სრულ მხარდაჭერას უცხადებს.
„ამ წუთებში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ვუსმენთ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, მადლობა მას და მის მთავრობას, ჩვენი ქვეყნის მტკიცე მხარდაჭერისთვის ევრო ინტეგრაციის და დემოკრატიული რეფორმების განხორციელების გზაზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, რუსეთის მიმართ საქართველოს დეოკუპაციის და ქვეყნის სუვერენიტეტის განუხრელი დაცვის მოთხოვნისთვის, ზოგადად, ობიექტური და სამართლიანი შეფასებებისთვის.
ესტონეთი ამჟამად თავმჯდომარე ქვეყანაა მინისტრთა კომიტეტში და მისი როლი და პოზიცია სხვა პარტნიორებთან ერთად. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს ჩვენი ქვეყნისთვის."- აცხადებს კობახიძე.