logo_geo
eng_logo
მირიან ნიკოლაძე: გიორგის გარდაცვალების მიზეზი ვიცით!
- +

6 ივლისი. 2020. 00:53

 

 

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ბიძის განცხადებით, გარდაცვალების მიზეზი უკვე ცნობილია და ეს არის წყლით დახრჩობა.

 

ამის შესახებ მირიან ნიკოლაძემ „შაბათის ფორმულაში“ განაცხადა.

 

„გარდაცვალების მიზეზი არის წყლით დახრჩობა. იმხელა ნაპირი აქვს მდინარე არაგვს, რომც დაგორდე, მექანიკურად შენ მდინარეში ვერ აღმოჩნდები. ივარაუდება, რომ ბავშვთან მიმართებაში ხდება რაღაც მოვლენები.

 

შეუძლებელია გიორგის ჩაჰყოლოდნენ ბოლომდე ამ ფერდობზე. შესაძლოა თვით არაგვის პირზე მოხდა შეხლა- შემოხლა ან ნებისმიერი სახის კონფლიქტი.“- განაცხადა ნიკოლაძემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner