კოვიდ 19-ის დიაგნოზით ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ფეხბურთელია მოთავსებული.
ბათუმში რესპუბლიკურ საავადმყოფოში კოვიდინფექციით საქართველოს ნაკრების წევრია მოთავსებული. 27 წლის კაცს ვირუსი ყაზახეთში 24 ივნისს დაუდასტურდა. 3 დღის შემდეგ მისი მონაცემები გადამოწმდა და უარყოფითი იყო.
ფეხბურთელი საქართველოში 2 დღის წინ ჩამოვიდა. სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტიდან კლინიკაში ამ ისტორიით გადაიყვანეს. უკვე საქართველოში, განმეორებითი კვლევების შემდეგ, კოვიდინფექცია დაუდასტურდა.