logo_geo
eng_logo
ჰუბერტ ქნირში: საქართველომ ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგა დემოკრატიის კუთხით
- +

6 ივლისი. 2020. 02:44

 

 

ვიცი, რომ პოლიტიკაში და არამხოლოდ ქართულ პოლიტიკაში, არამედ ბევრ სხვა ქვეყანაშიც, ხალხი ძალიან სწრაფად აჟიტირდება, იყენებენ საკმაოდ ხისტ ენას და საშუალებებს საკუთარი აზრის გამოსახატად, - ასე გამოეხმაურა საქართველოში გერმანიის ელჩი, ჰუბერტ ქნირში „იმედის კვირასთან“ ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ მისი მისამართით გაკეთებულ განცხადებებს.

 

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საჯარო სფეროში მოღვაწე ადამიანებმა პატივი სცენ ერთმანეთს.

 

ეს არ არის ძალიან მოულოდნელი. მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ საჯარო სფეროში მოღვაწე ადამიანებმა პატივი სცენ ერთმანეთს და იმედი მაქვს, რომ ეს გამოცდილება საქართველოში ხელს შეუწყობს ამის განვითარებას. ეს ყველაფერი უკვე დასრულდა, გასული კვირის ამბავია. ცვლილებები მიღებულია“ - განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა.

 

მისივე თქმით, საქართველოსა და გერმანიის ურთიერთობა ძალიან ინტენსიურია. უამრავ გერმანელს აქვს განსაკუთრებული ინტერესი საქართველოს მიმართ და მისივე განმარტებით, ცდილობს, რაც შეიძლება მეტი დელეგაცია ჩამოვიდეს ამ ქვეყნაში.

 

საქართველომ ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგა დემოკრატიის კუთხით და ვფიქრობ, ამას ქართველი ხალხი გრძნობს. საქართველოსა და გერმანიის ურთიერთობა ძალიან ინტენსიურია. უამრავ გერმანელს აქვს განსაკუთრებული ინტერესი საქართველოს მიმართ და ვცდილობ, რაც შეიძლება მეტი დელეგაცია ჩამოვიდეს ამ ქვეყნაში. მე ყოველდღე უამრავ ადამიანს ვხდები, არა მხოლოდ პოლიტიკოსებს არამედ მოქალაქეებსაც, მათგან უამრავ რამეს ვსწავლობ. განსაკუთრებით საინტერესოა ჩემთვის, როდესაც ქალქგარეთ გავდივარ და რეგიონში მოქალაქებთან მაქვს შეხვედრები“ - განაცხადა დიპლომატმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner