logo_geo
eng_logo
ხორვატიის საპარლამენტო არჩევნებში ქვეყნის მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა
- +

6 ივლისი. 2020. 11:17

 

 

ხორვატიის საპარლამენტო არჩევნებში ქვეყნის მმართველმა პარტიამ, „ხორვატიის დემოკრატიულმა გაერთიანებამ“ გაიმარჯვა. მმართველი პარტია პარლამენტში 151-დან 68 ადგილს დაიკავებს.

 

„როიტერის“ ინფორმაციით, მმართველი პარტიის მთავარ ოპონენტს, სოციალ-დემოკრატების პარტიას და მის მოკავშირეებს პარლამენტში 43 ადგილი ექნებათ. როგორც გამოცემა წერს, „ხორვატიის დემოკრატიული გაერთიანება“ ახლა მმართველი კოალიციის ჩამოსაყალიბებლად, მოკავშირეებს ეძებს.

 

ხორვატიის დამოუკიდებელი გაერთიანების ლიდერმა და ქვეყნის მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი პლენკოვიჩმა განაცხადა, რომ პარტიას წინ შრომატევადი სამუშაო ელის.

 

„ხორვატია სერიოზული გამოწვევების წინაშეა, რომლებიც ჩვენგან პასუხისმგებლობას ცოდნასა და გამოცდილებას მოითხოვს. ჩვენ ხორვატ ამომრჩეველს სწორედ ეს შევთავაზეთ“, – განაცხადა ანდრეი პლენკოვიჩმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner