„სააკაშვილის ხროვა ასე თუ ისე ახერხებდა დემოკრატიის ნიღბის მორგებას და მაღალი იდეებით სპეკულირებას, მაგრამ ეს ბნელი ძალა გერმანიის ელჩს, ბატონ ქნირშს ისე გამეტებით დაესხა თავს, ჩვენი დასავლეთელი მეგობრები უკვე გაოგნებას ვერ მალავენ“, - ამის შესახებ „უფლებადამცველთა გაერთიანების“ თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძემ გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ საუბრისას განაცხადა.
„სააკაშვილის ხროვა ასე თუ ისე ახერხებდა დემოკრატიის ნიღბის მორგებას და მაღალი იდეებით სპეკულირებას, მაგრამ ეს ბნელი ძალა გერმანიის ელჩს, ბატონ ქნირშს ისე გამეტებით დაესხა თავს, ჩვენი დასავლეთელი მეგობრები უკვე გაოგნებას ვერ მალავენ. აქედან გამომდინარე, „ნაცმოძრაობისთვის“ აწი თავს აღარავინ შეიწუხებს. ეს კი საუკეთესო დროა იმისათვის, რომ ხელისუფლება შეტევაზე გადავიდეს და ეს დამნაშავე ხროვა ერთხელ და სამუდამოდ გაანეიტრალოს!“ - აცხადებს ნიკოლოზ მჟავანაძე.