ტელეკომპანია „კავკასიია" 22 წლის გახდა. ამის შესახებ ტელეკომპანია „კავკასიის" გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„უნდა ვაღიარო, რომ დილიდან არც გამხსენებია, მაგრამ ბოლოს მაინც გამახსენდა. დღეს „კავკასიის" დაბადების დღეა. 22 წლის გახდა.
იმასაც ვაღიარებ, რომ უცნაური კანტორაა, თუმცა მგონი ამ 22 წლის მანძილზე 22 კარგი საქმე მაინც გააკეთა. ამიტომაც წარმატებები "კავკასიას"."