logo_geo
eng_logo
მაია ნიკოლეიშვილი: გაბუნიას ადგილზე ასე მშვიდად ვერ ვიქნებოდი!
- +

6 ივლისი. 2020. 16:29

 

 

„გიორგი გაბუნიას თემა პოლიტიკური პროვოკაცია მგონია, რათა საქართველოში უმართავი პროცესები გამოიწვიონ“, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა ექსპერტმა მაია ნიკოლეიშვილმა გაზეთ „ასავლ-დასავალთან“ საუბრისას განაცხადა.

 

მაია ნიკოლეიშვილის განცხადებით, გიორგი გაბუნიას მონოლოგი პუტინზე დადგმული იყო. მისი თქმით, გიორგი გაბუნიას საფრთხე დღესაც ემუქრება.

 

„საერთოდ, ცნობადობა გაზომვადია. არსებობს სახიფათო ცნობადობაც. გიორგი გაბუნიას სპეციალურად შეუქმნეს სახიფათო ცნობადობა. მისი მონოლოგი პუტინზე ხელოვნურად დადგმული სრული სიგიჟე იყო. პირადად მე ასეთი ტიპის უზრდელობა პირდაპირ ეთერში არასოდეს მინახავს.

 

გაბუნიას პატრონებს სჭირდებოდათ, ეს ყველაფერი ამ გზით წასულიყო. ამაზე მისი სიმშვიდეც მეტყველებს - დღესაც ჟურნალისტის ყველა მოქმედება ეპატაჟური და გამომწვევია. იმდენად ბინძურია ნაციონალების აზროვნება, თუ საქმეს დასჭირდა, ისინი მსხვერპლად ნებისმიერს შეწირავენ!

 

გეგმა ნაცარში ჩაუვარდათ თუ არა, არ ვიცი. ხომ შეიძლება, რომელიღაც თავზეხელაღებულმა, ვისაც სისხლის დაღვრა ისევ სწადია, მართლა ესროლოს გაბუნიას? ანუ თუ „ა“ გეგმა გაიშიფრა და ჩავარდა, „ბ“ გეგმა აამოქმედონ და მართლა გაწირონ? მის ადგილზე ასე მშვიდად ვერ ვიქნებოდი!“ - განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner