logo_geo
eng_logo
მაია ნიკოლეიშვილი: „ქართული ოცნება“ დიდი ანგარიშით მოიგებს არჩევნებს!
- +

6 ივლისი. 2020. 17:16

 

 

„ვფიქრობ, „ქართული ოცნება“ ძალიან დიდი ანგარიშით მოიგებს არჩევნებს, თუმცა, ვისურვებდი, პატარა პარტიებიც შევიდნენ პარლამენტში, მათ შორის, რა თქმა უნდა, „პატრიოტთა ალიანსიც“, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა ექსპერტმა მაია ნიკოლეიშვილმა გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ საუბრისას განაცხადა.

 

მაია ნიკოლეიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველი ნომერი გიორგი გახარია უნდა იყოს. მისი თქმით, გიორგი გახარია საუკეთესო კრიზის-მენეჯერი აღმოჩნდა.

 

„გიორგი გახარია უნდა იყოს სიის პირველი ნომერი. ორთქლმავალი გახარია უნდა იყოს! გახარიას უნდა მიეცეს გასაქანი. მან საოცრება შეძლო! საქართველოს რომ პანდემიას წარმატებით გაუმკლავდა, მისი დამსახურებაა. კოვიდმა ლამის დედამიწა შესძრა, საქართველოში კი ბევრი იმასაც კითხულობს - მართლა არსებობს კორონავირუსიო?  მან ძალიან კარგად წარმართა კრიზისი.

 

დარწმუნებული ვარ, გიორგი გახარია კარგად ხვდება იმასაც, თუ რამხელა კრიზისი შეიძლება შეიქმნას „ნაციონალების“ მხრიდან არჩევნების წინ და შემდგომ, მაგრამ ხელისუფლებამ მისი მეთაურობით ისწავლა, როგორ იაროს დანაღმულ მინდორზე. იმედი მაქვს, ამასაც წარმატებით გაუმკლავდება და აგვაშორებს მორიგი ავადმყოფური გადატრიალების მცდელობას!“ - განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner