logo_geo
eng_logo
ავთო ბილანიშვილის მეუღლე: ჩემი მეუღლე ან ახლობელი ამ ტრაგედიასთან კავშირში არაა!
- +

6 ივლისი. 2020. 18:10

 

 

„მთავარი არხის“ ინფორმაციით, არსებობს საეჭვო გარემოებები, რომლებიც ადასტურებს, რომ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეში გავლენიანი მფარველები გამოძიების მიმართულების შეცვლას ცდილობენ.

 

„მთავარი არხის“ წყაროების ცნობით, ე.წ. ნახალოვკის სპორტსმენების დაჯგუფებას ხელმძღვანელობს კანონიერი ქურდის, კაკო ბილანიშვილის ვაჟი, ავთო ბილანიშვილი. აღნიშნული პირი აკონტროლებს ნაძალადევის რაიონს. „ქართული ოცნების“ მიერ საარჩევნოდ ქუჩის კონტროლი ამ უბანში, სწორედ ბილანიშვილის მეშვეობით ხორციელდებოდა.

 

ავთო ბილანიშვილი არის ბერა ივანიშვილის ყველაზე ახლო მეგობარი. ბერა მისი ბავშვის ნათლიაა და სოციალურ ქსელში მათი ახლო კავშირის დამადასტურებელი არაერთი ფოტო მოიძებნება. „მთავარი არხისთვის“ ამ ეტაპზე ცნობილი არაა, იმყოფებოდა თუ არა ბილანიშვილი დანაშაულის ადგილზე, ან გასცა თუ არა განკარგულება, მისი დაჯგუფების მცხეთაში გაგზავნასთან დაკავშირებით. თუმცა, არხის წყაროების ცნობით, სწორედ ბილანიშვილს და მის გავლენიან მფარველს, ბერა ივანიშვილის უკავშირდება ის გარემოება, რომ აღნიშნულ საქმეზე პოლიციას არავითარი ქმედითი ნაბიჯი არ გადაუდგამს, ვიდრე ცნობილი არ გახდა, რომ ინფორმაციამ გაჟონა. სწორედ ამიტომ პოლიცია იძულებული გახდა, დაეკავებინა სპორტსმენები, მხოლოდ ამ ეტაპზე შაქარაშვილის მკვლელობის ან სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდების გარეშე, რაც საეჭვოს ხდის, დაკავებული პირები რეალურად მძიმე სასჯელის საშიშროების წინაშე აღმოჩნდნენ.

 

ამ სიუჟეტთან დაკავშირებით, ავთო ბილანიშვილის მეუღლემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და „მთავარი არხი“ გააკრიტიკა.

 

„დაიჯესტი“ ბილანიშვილის მეუღლის პოსტს უცვლელად გთავაზობთ.

 

პირველ რიგში ვუსამძიმრებ გიორგი შაქარაშვილის ოჯახს ამ უდიდეს ტრაგედიას! იმ წუთიდან, რაც ეს ინფორმაცია მოვისმინეთ, შეძრწუნებულები ვართ მთელი ოჯახი!!! გული მტკივა, როცა მსგავსი ტრაგედია ხდება ჩვენს ქვეყანაში! ყველაზე საშინელება ის არის, როდესაც მსგავს ტრაგედიას იყენებსმთავარი არხითავიანთი ბინძური პოლიტიკური თემებისთვის!!! არც ჩემი მეუღლე და არავინ ჩვენი ახლობელი ამ ტრაგედიასთან კავშირში არაა! აბსურდია დღევანლდელი თქვენი სიუჟეტი!!! სირცხვილიაა!“- წერს ბილანიშვილის მეუღლე.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner