„დარწმუნებული ვარ, „ნაციონალური მოძრაობა" არჩევნებში სამარცხვინო შედეგს მიიღებს, - განაცხადა "თამაზ მეჭიაური - ერთიანი საქართველოსთვის" წევრმა, დავით ფაცაციამ გადაცემა 2030-ში.
"იმედი მაქვს, „ნაციონალური მოძრაობა" ერთხელ და სამუდამოდ, პოლიტიკური ველიდან გასტუმრებული იქნება. თუმცა, მთლად ასეთი მოლოდინიც არ მაქვს და ამომრჩევლებს მოვუწოდებ, იაქტიურონ და არჩევნებზე მოვიდნენ. ჩვენთვის ამოსავალი სამართლიანობის და ღირებულებათა სისტემის სწორად დალაგება უნდა იყოს", - განაცხადა დავით ფაცაციამ.
მისი თქმით, რამდენიმე ახლადშექმნილი პარტია „ნაციონალური მოძრაობის" სატელიტია.
"რამდენიმე ახალგამოჩეკილი პარტია „ნაციონალური მოძრაობის" სატელიტია. ესაა - „გირჩი" და განსაკუთრებით, პაატა ბურჭულაძის პარტია, რომლის წევრები „ნაციონალურ მოძრაობასთან" დაახლოებული პირები იყვნენ. ფერისცვალებით ამ ადამიანების ხელისუფლებაში კვლავ მოსვლა ყოვლად მიუღებელია. მათ ჰქონდათ შანსი, ყველაზე პრინციპულ დროს ღირსეული განცხადება გაეკეთებინათ, მაგრამ ეს არ გააკეთეს. ქვეყნისთვის ყველაზე მძიმე პერიოდშიც კი, პაატა ბურჭულაძის არცერთი განცხადება არ მახსოვს. საუბედუროდ, ეს ადამიანები იმ დანაშაულთა თანამზრახველები იყვნენ, რაც ქვეყანაში ხდებოდა", - განაცხადა დავით ფაცაციამ.