logo_geo
eng_logo
შვედეთში შეიქმნა კომისია, რომელიც პანდემიის პირობებში, მთავრობის ქმედებებს გამოიძიებს
- +

6 ივლისი. 2020. 19:24

 

 

 

შვედეთის პრემიერ-მინისტრმა, სტეფან ლოფვენმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც, უნდა დადგინდეს, თუ რატომ არ დაწესდა ქვეყანაში მკაცრი შეზღუდვები მაშინ, როცა შვედეთში კოვიდ-ინფიცირებულთა რაოდენობა მეზობელი ქვეყნების მონაცემებს ათასობით აღემატებოდა, - ამის შესახებ „Business Insider“ წერს.

 

ამ საკითხს უძღვნის სტატიას „Bloomberg“-იც და წერს, რომ კომისია საბოლოო დასკვნას 2022 წლის თებერვალში წარადგენს. იქამდე კი, ორი წინასწარი მოხსენება გასაჯაროვდება.

 

„ჩვენ ათასობით გარდაცვლილი გვყავს. ახლა, მთავარი კითხვაა, როგორ უნდა შეიცვალოს შვედეთი“, - აცხადებს ქვეყნის პრემიერი.

 

ევროპის ქვეყნების უმეტესობისგან, მათ შორის, მეზობელი ქვეყნებისგან განსხვავებით, შვედეთში პანდემიის საპასუხოდ, მკაცრი შეზღუდვები არ დაწესებულა. ამის ნაცვლად, ქვეყანაში ნებადართული იყო ბიზნესსაქმიანობა. ამასთან, სასწავლო დაწესებულებები ჩვეულ რეჟიმში აგრძელებდა მუშაობას.

 

შვედეთის მთავარი ეპიდემიოლოგი, ანდერს ტეგნელი პანდემიის განმავლობაში აცხადებდა, რომ შეზღუდვების დაწესება საჭირო არ იყო, რადგან ასე მოსახლეობას კორონავირუსისადმი კოლექტიური იმუნიტეტი გამოუმუშავდებოდა.

 

ბოლო მონაცემებით, შვედეთში კოვიდ-ინფიცრების 71 419 შემთხვევაა დადასტურებული, 5 420 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner