logo_geo
eng_logo
ირაკლი სესიაშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ მართვის სტილი იყო ძალადობა!
- +

22 ივნისი. 2016. 00:34


"მშვიდობიანი არჩევნების ჩატარება ხელისუფლების ინტერესებშია," - ასე შეაფასა ირაკლი სესიაშვილმა ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანაში არსებული ძალადობის ფაქტები და თქვა, რომ საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ძალადობა დღევანდელი ხელისუფლების ხელწერა არ არის.


ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა, გადაცემა „არჩევანში" განაცხადა და რუსთავი2-ს მოუწოდა, კორცხელის ინციდენტის მიერ ამსახველი კადრები სრულად იქნეს გადაცემული.


ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, ასეთი მოთხოვნა ტელეკომპანიის მიმართ შსს-ს აქვს.


მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულ ინციდენტებს ჰქონდა ადგილი, ჩვენი მიზანია, რომ ასეთი ფაქტები აღარ განმეორდეს. ჩემთვის რაღაც სატირაა, როცა თქვენს გადაცემაში „ნაციონალური მოძრაობის" წევრები გამოვიდნენ მაშინ, როცა მათი მართველობის სტილი იყო ძალადობა. ერთი 26 მაისი გეყოფათ, რომ კლასიკური მაგალითი აჩვენოთ ძალადობის მმართველობა. ჩვენი ოპონენტები არეულები არიან ფორმებში და მასშტაბებში. საზოგადოებამ იცის, რომ ეს ძალადობა არ არის ჩვენი ხელისუფლების ხელწერა," - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner