logo_geo
eng_logo
მირიან ნიკოლაძე: მეორედ მომიკლეს შვილიო... არანაირი მოტეხილობა არ ჰქონია გიორგის
- +

6 ივლისი. 2020. 22:43

 

 

„კურიერის“ ეთერში გასული სიუჟეტის ნახვის შემდეგ, რომელიც ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეს ეხებოდა, გარდაცვლილის დედა ცუდად გახდა.

 

გიორგი შაქარაშვილის ბიძის, მირიან ნიკოლაძის თქმით, „კურიერის“ აღნიშნული სიუჟეტის ეთერში გასვლის შემდგომ, მას გიორგის დედამ ტირილით დაურეკა და თქვა, რომ „შვილი მეორედ მოუკლეს“:

 

ბავშვის გარდაცვალებაზე მეტად, სკანდალები და რეიტინგები აღელვებთ. მე არ მინახავს სიუჟეტი. გიორგის დედამ დამირეკა ტირილით, მეორედ მომიკლეს შვილიო, მითხრა. არანაირი მოტეხილობა არ ჰქონია გიორგის. მას რაც დაზიანებები ჰქონდა, ისინი სიცოცხლისთვის საშიში არ იყო. კიდევ ყურთან დაკავშირებით რომ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მოცლილი ჰქონდა, ესეც სიცრუეა. ექსპერტმა ბევრჯერ თქვა გარკვევით, რომ ეს დაზიანებები არ იძლევა რამეს მტკიცების საფუძველს ამ ეტაპზე“ – აცხადებს მირიან ნიკოლაძე.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner