„ყველაზე ოპტიმისტური შედეგით, ქვეყანაში სავარაუდოდ წლის ბოლომდე 50 ათასი ტურისტი შემოვა. არა ივლის-აგვისტოში, არამედ წლის ბოლომდე ეს არის მაქსიმუმი“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.
მისი თქმით, ეს ციფრი აჩვენებს, რომ 2020 წელს ტურისტების მიღების პოტენციალი დაბალია.
„უნდა ავიღოთ ციფრები და ვნახოთ რა არის ის პოტენციალი, რაც შეიძლება ჩვენ წლის ბოლომდე მივიღოთ ევროპელი დამსვენებლების და მოგზაურების სახით, ეს არის საკმაოდ მცირე ციფრი. მიუხედავად იმისა, რომ ეს არის 0,5% იმ ციფრისა, რასაც ტურიზმიდან შემომსვლელს ველოდით, აქ ისმის კითხვა, რატომაც არა, ხომ შეიძლება ესეც დაგვემატოს... მაგრამ აქ არის ერთი საკითხი ხაზგასასმელი, ის, რომ ჩვენ დღეს პრაქტიკულად covid19-ისგან თავისუფალი ქვეყანა ვართ. ბოლო ორი კვირის შემთხვევები პრაქტიკულად არის საზღვარზე დაფიქსირებული და ქვეყანაში შიდა გადაცემა არ არსებობს. ამ მომენტისთვის, როცა შიდა გადაცემა არ არის, პრაქტიკულად ვართ კოვიდისგან თავისუფალი“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.