ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„წუხელ ჩაჯვი გვარამიამ ძაან „სკანდალნი” სქემა წარმოადგინა საქართველოში მოქმედი კრიმინალური ბანდის შესახებ.
სქემა, რომელიც მოპოვებულია სამ წყაროზე დაყრდნობით, ასე გამოიყურება:
ბიძინა ივანიშვილი – კახა კალაძე – ? – ? – ?
„კითხვის ნიშნები” არიან უბნების მაყურებლები.
ჩაჯვის მტკიცებით, ამ “კითხვის ნიშნებმა” მოკლეს გიორგი შაქარაშვილი, რომლებსაც მფარველობს ბერა ივანიშვილი.
როგორც გურამ დონაძის “პადელნიკს”, გიორგი კაპანაძეს სუსისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებმა აცნობეს, ისინი აღშფოთებულნი არიან იმის გამო, რომ გამოძიება არ მიდის სწორი მიმართულებით.
ბატონი ჩაჯვი იმასაც ამბობს, რომ ამ საქმეს ეს ხელისუფლება ვერ გამოიძიებს, გამოიძიებენ შემოდგომაზე თვითონ, როცა დაიბრუნებენ ძალაუფლებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილი და კახა კალაძე შემოვლენ ჩვენს ოჯახებში და დაგვხვრეტენ, შაქარაშვილების ოჯახში უკვე შევიდნენ.
***
მიხო, ამ ბოლო დროს რა უნიჭო ზღაპრებს აგზავნი კიევიდან თბილისში?!”, – წერს გელა ზედელაშვილი.