logo_geo
eng_logo
ირაკლი შონია: 1992 წლის 6 ივლისი, მუდამ დარჩება გამორჩეულ ტრაგიკულ დღედ სამეგრელოში!
- +

6 ივლისი. 2020. 23:58

 

 

 

დამოუკიდებელი ჟურნალისტი ირაკლი შონია 1992 წლის 6 ივლისის ავბედით დღეს იხსენებს.

 

„1992 წლის 6 ივლისი, მუდამ დარჩება გამორჩეულ ტრაგიკულ დღედ სამეგრელოში და წალენჯიხაში! დღე როდესაც მშვიდობიანი ქალაქი საომარ პოლიგონად აქციეს შევარდნაძის კრიმინალურმა ბანდებმა და წალენჯიხას მოუწყეს სადამსჯელო ეგზეკუცია. დაიღუპა მშვიდობიანი მოსახლეობიდან ორ ათეულზე მეტი ადამიანი, დაინგრა და გადაწვეს მშვენიერი სახლები, დაარბიეს ეკლესია და მისი წინამძღოლი მამა რომანოზი სასტიკად აწამეს!

 

შემზარავი იყო მგლოვიარე წალენჯიხა, შავ არშია შემოვლებული, სადაც ყველა ქუჩაზე მეგრული მოთქმა-გოდება ისმოდა!

 

დიდება და არ დავიწყება დაღუპულ ვაჟკაცებს! ჩემთვის დაუვიწყარია ეს დღე და ყოველთვის მემახსოვრება ეს თარიღი! ამ წელს ვერ მოვახერხე ჩამოსვლა, მაგრამ მინდა შევეხმიანო ჩემს წალენჯიხელებს, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახებს და ვიცი მუდამ გემახსოვრებათ საქართველოს პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სიტყვები: წალენჯიხა საქართველოს სიმბოლოა!“- წერს ირაკლი შონია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner