მსახიობი ზურა ცინცქილაძე იუბილარია.
„18 წლის ვიყავი, მე და ზურამ ერთ სატელევიზო სპექტაკლში რომ ვითამაშეთ. ის ჩემზე 6-7 წლით უფროსი იყო, ჰოდა, მოვდივართ მას შემდეგ ერთად. ბევრჯერ მსტუმრობს ჩემს საღამოებზე, ზოგჯერ ვერ ახერხებს და გული მწყდება. 4 ათეულ წელს ითვლის ჩვენი მეგობრობა და ყოველთვის მიხარია მისი ზარი, სპექტაკლები, შეხვედრები და მისი მოსმენა. ზოგჯერ ვჩხუბობთ კიდეც, მაგრამ დამირეკავს ან მე დავურეკავ და ისევ გულჩვილი ვხდები..
მოკლედ, იმიტომ გაგიზიარეთ ცოტაოდენი და ამით იმის თქმა მინდა, რომ მეგობარს და მეგობრობას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ადამიანების ცხოვრებაში და სწორედ ამას უნდა მოფრთხილება.
ზურიკო, გილოცავ ჩემო ძვირფასო! მინდა ჯანმრთელი იყო, ბედნიერი, წარმატებებით და სიხარულით სავსე! ვულოცავ შენს ულამაზეს თამრიკოს, შვილებს, შვილიშვილებს და ყველას, ვისაც გაახსენდება შენი დაბადების დღე.“- წერს მაია კახიძე.