logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: მთავრობა და ეკონომიკის სამინისტრო აქტიურად მუშაობენ პირდაპირი ფრენების განვითარების მიმართულებით
- +

1 მარტი. 2016. 14:57



საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ძალიან სასიხარულოა, რომ წელს კომპანია „ვიზეარი" საქართველოში პირველ რეგიონულ ბაზას გახსნის, რომელიც 7 ახალი მიმართულებით იფრენს ქუთაისიდან.


პრემიერის თქმით, მთავრობა და ეკონომიკის სამინისტრო აქტიურად მუშაობენ პირდაპირი ფრენების განვითარების მიმართულებით.



ჩვენ უკვე გვაქვს ოთხი საერთაშორისო მიმართულება, რომლებიც ძალიან აქტიურია და რომელი მიმართულებებიდანაც საქართველოში უამრავი ვიზიტორი შემოდის. ეს გახლავთ უნგრეთში - ბუდაპეშტი, პოლონეთში -კატოვიცე და ვარშავა, ლიტვაში - ვილნიუსი და კიდევ 7 ახალი მიმართულება დაემატება, რაც ერთი მხრივ, საშუალებას მისცემს ტურისტებს, რომ გაცილებით უფრო ხელმისაწვდომი გახდეს საქართველოში მოგზაურობა და მეორე მხრივ, საქართველოს მოქალაქეებს საშუალებას მისცემს, რომ ევროპისკენ მიმართულებები კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდეს. თუ ამას დავამატებთ ვიზა-ლიბერალიზაციის შესაძლებლობებს, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ის უდიდესი პერსპექტივა, რომელიც საქართველოს ყველა მოქალაქისათვის იხსნება, მათ შორის წვრილი ბიზნესმენებისთვის, საქმიანი ადამიანებისთვის, ახალგაზრდებისთვის, რომ მათ იმოგზაურონ ევროპაში და დაიწყონ ახალი ბიზნესი ამ მიმართულებით, რომლის მომავალიც დაუკავშირდება ევროპას", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner