გადაცემაში „პრიორიტეტი" ბესო დანელიასა და ზვიად კუპრავას შორის მწვავე დებატები გაიმართა.
ბესო დანელიას განცხადებით, წინა ხელისუფლება და „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები საზოგადოებას უსამართლოდ უსწორდებოდნენ.
„მე 7 ნოემბრის მონაწილეც ვარ, ერთი თვე ვერ ვდეგბოდი 7 ნოემბრის შემდეგ საწოლიდან და 26 მაისის შემდეგ 6 თვე ვერ ვდგებოდი საწოლიდან! გამოძიონ! წლების განმავლობაში რაც აბოლეთ ხალხი და ატყუეთ დამთავრდა!
თქვენმა ხელისუფლებამ დახოცა ადამიანები 26 მაისს, შემოაწყო სახურავებზე, სისხლში ჩაახრჩო და ახლა იძახით მერაბიშვილი პოლიტპატიმარიაო?"- მიმართა დანელიამ კუპრავას.