logo_geo
eng_logo
მირიან ნიკოლაძე: დაგვანებონ ამ ადამიანებმა თავი!
- +

7 ივლისი. 2020. 10:36

 

 

გიორგი შაქარაშვილის ბიძამ მედიას კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ სპეკულაციებისგან თავი შეიკავოს.

 

მირიან ნიკოლაძემ განაცხადა, რომ სხვადასხვა ტელევიზიებს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მოპოვებული ფოტოებით თუ კადრებით და ასევე სხეულის დაზიანებების ფორმაზე საუბრით საზოგადოება შეცდომაში შეყავს.

 

ამის შესახებ შაქარაშვილის ბიძამ განმარტება აჭარის ტელევიზიის ეთერში, ვახო ხუზმიაშვილის გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ გააკეთა.

 

„არაერთხელ გააკეთეს ექსპერტებმა განცხადება, რომ დაზიანებები იყო მთელ სხეულზე, მაგრამ ამ დაზიანებების ხარისხი, მიყენების მექანიზმი და დრო საჭიროებდა ლაბორატორიულ გამოკვლევას, ე.წ. ჰისტოლოგიურ კვლევებს.

 

მაპატიეთ, თქვენს კოლეგებს ეხება, მაგრამ რომ არ ვთქვა, არ შემიძლია – ვიზუალური თვალსაზრისით ამ ძალად-სკანდალების მოსმენა ყოველ დღე, რომ თითქოს ვიღაცამ რაღაც ფოტოები აღმოაჩინა, თითქოს ვინმემ რაღაც დასკვნა დადო, არ დაიჯეროთ! რეალობასთან ამას არანაირი კავშირი არ აქვს.

 

ექსპერტების თქმით, პირველადი დათვალიერებით ძვლების მოტეხილობა ბავშვს არ აღენიშნება. ეს არ ნიშნავს, რომ ბავშვს ვიღაცამ არ სცემა და არ ჩაახრჩო წყალში, მაგრამ სიმართლე ხომ უნდა ვიცოდეთ?! ოჯახს არ უნდა თავის მოტყუება და დაგვანებონ რა ამ ადამიანებმა თავი, ვისაც რაღაცის თავზე მოხვევა უნდა.

 

ჩვენთვის ეს საინტერესო არ არის, ჩვენთვის მთავარია სიმართლე, რა მოხდა რეალურად, ამიტომ ამ დაზიანებებზე შემიძლია ეგ გითხრათ. იყო მთელ სხეულზე, თუმცა, მოტეხილობების სახით ეს დაზიანებები არ იყო“, – განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

 

შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილი 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.

 

მისი გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 ადამიანი დააკავეს. ყველა მათგანს, სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner