"გივი... საბრალო გივი თარგმაძე რა დღეშია... არჩევნების წინ ნაცმოძრაობას და მის ნარჩენებს რა მასშტაბის ბოდვები აქვს დაწყებული. როგორ შეიძლება ამ ნარჩენი თარგამაძის ბოდვის შინაარსობრივ განხილვაში შევიდე? როგორ უნდა გავუპარტნიორდე ახლა ამ სრულიად დისკრედიტირებულ ადამიანს, რომლისაც ოჯახის წევრებს არ ჯერათ?", - ასე აფასებს "აიპრესთან" პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, დეპუტატ გივი თარგამაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას გადაცემა "არჩევანში".
"რას ბოდავს, რას მიედმოედება... ან როდის ჩავჩოჩდი ან რა რენესანსი მიდგას? ეს საბრალო თვითონ რომ დაუკარგა ნაცმოძრაობის ჭაობში უკვე ლიბრი აქვს გადაკრული. გაიხსენეთ მისი საუბრები უკრაინის საპრეზუდენტო არჩევნების დროს რას და ვის ელაპარაკებოდა? გაიხსენეთ და ვინ ლაპარაკობს ხომ აქვს მნიშვნელობა? ფხიზელი არავის უნახავს ბოლოს და ახლაც აშკარად მთვრალია ... კილაძის და ელისაშვილის იმედად დარჩენილ ნაცოძრაობას უკვირს როგორ ვარ ყოჩაღად? საბრალონი რა ტყუილად დაშვრნენ! ცილისწამება რომ აძლიერებს ქრისტიანს ეს თარგამაზე უსამშობლოს არ გაუგია და იქნებ ახლა წაიკითხოს", - განაცხადა ბესელიამ.
ცნობისთვის, გივი თარგამაძემ "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა, რომ "ე.წ. კანონიერი ქურდების უპრეცედენტო კონცენტრირება ხდება, ძირითადად ჩვენს მოსაზღვრე ქვეყნებში. ორი ძირითადი ცენტრი არსებობს, ეს არის ქემალფაშას დასახლება, თურქეთის საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც პერმამენტულად ქურდული ე.წ. "სხოდკები" იმართება. "ორი სამი კვირის წინ გაიმართა ერთ-ერთი ასეთი შეკრება. სადაც მონაწილეობას იღებდა ე.წ. კანონიერი ქურდის, ბესო კუპრეიშვილის ძმა, ლექსო კუპრეიშვილი, თავად ბესო კუპრეიშვილი სასჯელს იხდის იტალიის ციხეში, ხოლო ბატონი ლექსო მოძრაობს იატალიასა და ქემალ ფაშას შორის ძალინ ინტენსიურად.
აქ მნიშვნელოვანი დეტალია ის, რომ ბატონი ბესოს შვილი ეკა ბესელიას ნათლულია. ამას იმიტომ ვამბობ, რომ გარკვეული რენესანსი დგას ეკა ბესელიას ცხოვრებაში. ის "ქართულ ოცნებაში" უკანა პლანზე იყო გადაწეული, მაგრამ დაწინაურება მოახერხა იმითი, რომ ისევ აღადგინა ძველი კავშირები და ქართული კანონმდებლობით ინტენსიურად ვაჭრობს ქურდულ სამყაროსთან. ლაპარაკია იმაზე, თუ იქნება მხარდაჭერა კონცენტრირებული ქურდული სამყაროსგან, მაშინ ისინი გააუქმებენ ქურდული სამყარის შესახებ კანონს და აქ მოტივად დაიდებენ ვთქვათ, ადამიანის უფლებებს, - განაცხადა თარგამაძემ.