შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ ბორცვაძის თქმით, ტყუილია მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ნინო გიორგობიანმა „შკოდას“ მარკის ავტომანქანა გაგზავნა იაკობ ბრეგვაძის წამოსაყვანად.
„ტყუილია, რომ ნინო გიორგობიანმა გელაშვილი „შკოდას“ ფირმის ავტომანქანით გაგზავნა იაკობ ბრეგვაძის წამოსაყვანად - ეს გამოძიებით დადასტურებულია და აქ კითხვის ნიშანი აღარ არსებობს. რაც შეეხება ნინო გიორგობიანის კომუნიკაციას ბრეგვაძესთან და მის ოჯახთან, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, არც შემთხვევის დღეს, როდესაც ეს ტრაგედია მოხდა და არც შემდგომ, რამდენიმე დღის განმავლობაში, ნინო გიორგობიანს ოჯახთან და იაკობ ბრეგვაძესთნ არანაირი კომუნიკაცია არ ჰქონია. იაკობ ბრეგვაძე ამ საქმეში არის დაზარალებული და მას მინიჭებული აქვს დაზარალებულის სტატუსი, ვინაიდან, მის მიმართ ძალადობრივი ქმედებები განხორციელდა“, - განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.