logo_geo
eng_logo
ორდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ ახალგაზრდა მამაკაცი მდინარე რიონში გარდაცვლილი იპოვეს
- +

7 ივლისი. 2020. 17:06

 

 

ორდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ ახალგაზრდა მამაკაცი მდინარე რიონში გარდაცვლილი იპოვეს.

 

ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში ადასტურებენ.

 

საძიებო სამუშაოებში ჩართული იყო 10 მეხანძრე-მაშველი, თბილისის სწრაფი რეაგირების სამმართველოს 3 მყვინთავი, 2 გასაბერი ნავი, და სპეცტექნიკა.

 

ასევე, სამუშაოებში სპეციალისტები იყენებენ დრონს და ექო ლოტს, რომლითაც ხდებოდა ფსკერის სკანირება. მდინარის პირას გახსნილი იყო საველე შტაბიც.

 

არსებული ინფორმაციით, მდინარის ერთ-ერთ ჩასასვლელთან მამაკაცის ფეხსაცმელი იპოვეს და სწორედ ამის შემდეგ დაიწყო წყალში საძიებო სამუშაოები.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner