ორდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ ახალგაზრდა მამაკაცი მდინარე რიონში გარდაცვლილი იპოვეს.
ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში ადასტურებენ.
საძიებო სამუშაოებში ჩართული იყო 10 მეხანძრე-მაშველი, თბილისის სწრაფი რეაგირების სამმართველოს 3 მყვინთავი, 2 გასაბერი ნავი, და სპეცტექნიკა.
ასევე, სამუშაოებში სპეციალისტები იყენებენ დრონს და ექო ლოტს, რომლითაც ხდებოდა ფსკერის სკანირება. მდინარის პირას გახსნილი იყო საველე შტაბიც.
არსებული ინფორმაციით, მდინარის ერთ-ერთ ჩასასვლელთან მამაკაცის ფეხსაცმელი იპოვეს და სწორედ ამის შემდეგ დაიწყო წყალში საძიებო სამუშაოები.