საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის მორიგი შეხვედრა 27 ივნისს გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„კონსულტაციების დროს იგეგმება ორმხრივი, რუსულ-ქართული ურიერთობების პრაქტიკული საკითხების განხილვის გაგრძელება", - აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება.