ანალიტიკოსი სიმონ კილაძე მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუს ფრაგმენტს ავრცელებს, სადაც უკრაინის რეფორმების საბჭოს თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ ბოლშევიკებს მისი ბაბუა აფინანსებდა.
„მიხეილ სააკაშვილი: "იოსებ სტალინი ბებიაჩემის სახლში ხშირად იმალებოდა"
(ეს ადრეც უთქვამს, მაგრამ ახლა უფრო პათოსით და ვრცლად ლაპარაკობს - ეტყობა, საკითხი კარგად შეუსწავლია“- წერს სიმონ კილაძე.
რუსული გამოცემა მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ვრცლად აქვეყნებს:
„დმიტრი გორდონტან ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილი აღნიშნავს, რომ მისი ბაბუა აფინანსებდა ბოლშევიკებს, მათ შორის იოსებ სტალინს.
-ამის გამო, სტალინს განსაკუთრებულად არ უყვარდა ის ოჯახები, რომლებიც მას იცნობდნენ“