logo_geo
eng_logo
ლაშა ნაცვლიშვილი: კეზერაშვილის მიერ დაარსებული ტელევიზია სწავლობს ბიძინა ივანიშვილის ფულის წარმომავლობას, რომელიც ორ ათეულზე მეტი წელია არის Forbes-ის სიაში
- +

8 ივლისი. 2020. 12:42

 

 

„ვინ აცხადებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დამოკიდებულებას მედიათავისუფლებასთან და მრავალფეროვნებასთან დიქტატურად? ხალხი, რომელმაც ეს ტელევიზია დაარბია და მიიტაცა, რომელმაც მიიტაცა „რუსთავი 2“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ კონსულტანტმა საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში ლაშა ნაცვლიშვილმა ტელეკომპანია იმედის ეთერში განაცხადა.

 

მისივე თმით, „რუსთავი 2-ში“ უშიშროების სამინისტროს შესვლის დროს უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს გიორგი კაპანაძე ხელმძღვანელობდა.

 

„2002 წელს, როდესაც „რუსთავი 2-ში“ უშიშროების სამინისტრო შევიდა, რასაც მოჰყვა შევარდნაძის ხელისუფლების საბოლოო დელეგიტიმიზაცია და პრაქტიკულად მაშინ დასრულდა ხელისუფლება, როდესაც ტყავის ქურთუკიანი ბიჭები „რუსთავი 2-ს“ უტევდნენ, მაშინ კალმის ეს რაინდი იყო იმ უშიშროების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი და აი, ასე ურთიერთობდა გიორგი კაპანაძე საზოგადოებასთან და „რუსთავი 2-თან“, სპეცრაზმით. და მერე ამ ხალხთან ერთად გახდა მაროდიორი. ამიტომ, ეს დრამატული ტრანსფორმაციები ხალხმა უნდა იცოდეს“, - ამბობს ნაცვლიშვილი.

 

მან ასევე ოპოზიციურ ტელევიზიებზე ისაუბრა.

 

„გვარამია-ოქუაშვილი-რურუას დაფუძნებული ტელევიზია პოლიტიკის კრიმინალიზაციასა და დამნაშავეთა მფარველობაში ბრალს დებს ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს. პარალელურად, კეზერაშვილის მიერ დაარსებული ტელევიზია სწავლობს ბიძინა ივანიშვილის ფულის წარმომავლობას. აი, იმ კეზერაშვილის, რომელიც რითი გამდიდრდა მელიას ვკითხოთ. ხალხის ძარცვით და რეკეტით გამილიარდერებული კეზერაშვილის ტელევიზია სწავლობს ბიძინა ივანიშვილის ფულის წარმომავლობას, რომელიც ორ ათეულზე მეტი წელია არის Forbes-ის სიაში. და მესამე, ეს გველეშაპი ხომ სამთავიანია, მათი უმცროსი მეგობარი, რომლის გასაძლიერებლად „ფილდ კომანდერი“ იქნა მივლინებული „ფიურერის“ მიერ „ტვ პირველში“, ფულის გათეთრებაში ბრალდებული დამფუძნებელი, ავთანდილ წერეთელი და მისი არაფორმალური დამფინანსებელი, ასევე ფულის გათეთრებაში ბრალდებული ხაზარაძე, ბიძინა ივანიშვილს სდებენ ბრალს ფულის გათეთრებაში“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner