logo_geo
eng_logo
ლიბიაში აფეთქება მოხდა - გარდაცვლილთა რიცხვი 29-ს აღწევს
- +

22 ივნისი. 2016. 11:24



ლიბიაში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილია 29 ადამიანი და დაშავებულია 30-მდე მოქალაქე.


აფეთქება დედაქალაქის სიახლოვეს მდებარე ქალაქ გარაბულიში მოხდა.


როგორც სააგენტო „ფრანს პრესი" ადგილობრივ ძალოვან უწყებებზე დაყრდნობით იტყობინება, შეიარაღებული ადამიანების ჯგუფი იარაღის საწყობის ტერიტორიაზე შეიჭრა, რის შემდეგაც აფეთქების ხმა გაისმა.


მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner