ლიბიაში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილია 29 ადამიანი და დაშავებულია 30-მდე მოქალაქე.
აფეთქება დედაქალაქის სიახლოვეს მდებარე ქალაქ გარაბულიში მოხდა.
როგორც სააგენტო „ფრანს პრესი" ადგილობრივ ძალოვან უწყებებზე დაყრდნობით იტყობინება, შეიარაღებული ადამიანების ჯგუფი იარაღის საწყობის ტერიტორიაზე შეიჭრა, რის შემდეგაც აფეთქების ხმა გაისმა.
მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.