საინვესტიციო პროცესების გაძლიერების მიზნით, აჭარის მთავრობა აქტიურ საპრივატიზაციო პოლიტიკას ახორციელებს.
აჭარის ეკონომიკის სტიმულირების, საინვესტიციო გარემოს და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, ბიზნესისთვის 8 საინვესტიციო შეთავაზება მომზადდა. პროექტების ჯამური საინვესტიციო ღირებულება არანაკლებ 62 მლნ ლარია, მხოლოდ საპრივატიზებო ღირებულება კი დაახლოებით 21 მლნ ლარი.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ, პრივატიზების მიზნით, აქტიური სააუქციონო პროცესი დაიწყო. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული 10 ობიექტი, მიმდინარე წლის ივნისში, აუქციონზე უკვე გავიდა და პროცესი ეტაპობრივად გრძელდება.
ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა სუბიექტებმა, თითოეული პროექტის მიხედვით, კონკრეტული საპრივატიზებო/საინვესტიციო პირობები უნდა შეასრულონ.