ევროპულ და ევრაზიულ საკითხებში აშშ - ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ბრიჯიტ ბრინკის განცხადებით, აშშ აფასებს საქართველოს პრემიერის განცხადებას, რომელიც მან წინასაარჩევნო პერიოდთან მიმართებაში გააკეთა.
„ჩვენ ვაფასებთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის კონსტრუქციულ მიდგომასა და ტონს წინასაარჩევნო პერიოდში და მის მოწოდებას, რომ პოლიციამ უზრუნველყოს წესრიგი.
განსაკუთრებით კი, რეგიონებში. ჩვენი დელეგაცია საქართველოს დემოკრატიული რეფორმების დიდი ხნის მხარდამჭერია", - განაცხადა ბრიჯიტ ბრინკმა.
შეგახსენებთ, რომ საარჩევნო კამპანიის ოფიციალურად დაწყებასთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პოლიტიკურ ძალებს, სახელმწიფო უწყებებსა და საზოგადოებას საგანგებო განცხადებით მიმართა.